ქარდა ქარდუხი

ფიქრები აფხაზეთზე

21/05/2011 09:31

ფიქრები აფხაზეთზე

 

 

იყო თუ არა კონფლიქტი გარდაუვალი?

 

     მთავარი კითხვა რაც აფხაზეთის კონფლიქტის გახსენებისას შეიძლება დაებდოს ადამიანს არის შემდეგი: „იყო თუ არა  კონფლიქტი გარდაუვალი?“ ამ კითხვაზე ერთმნიშველოვანი პასუხი ჯერაც არავის არ გაუცია, ან შეიძლება მე არ მომისმენია, თუმცა მეეჭვება  ოდესმე გაეცეს  ამომწურავი პასუხი, თუნდაც იმიტომ რომ ისტორიას  მკითხაობა  თან უკუღმა რიცხვით არ უყვარს. შეიძლება თუ კი ამ კითხვას დავანაწევრებთ რაღას ლოგიკურ პასუხამდე მივიდეთ. კერძოდ „აუცილებელი იყო თუ არა კონფლიქტი ომში გადაზრდილიყო“ ამ შემთხვევაში კი ალბათ არსებობს ცალსახა  პასუხი - რა თქმა უნდა შეიძლებოდა.

     მახსოვს მეცხრე კლასში ვიყავი. ისტორიის მასწავლებელმა წითელი  რუსული წიგნი შემოიტანა კლასში და გვითხრა მოსწავლეებს: “ეს ახალი საგანია, პროგრამაში შეიტანეს და ამიერიდან ჩვენც ვისწავლით.... აფხაზეთის ისტორია“. წინააღმდეგობები თითქოსდა დაწყებული იყო უკვე და გვესმოდა რაღაც კომპრომისზე რომ იყო საუბარი, თუმცა  მასწავლებლის შემდგომმა ნათქვამმა უფრო  ბუნდოვანება შემოიტანა ჩვენს ფიქრებში ვიდრე სინათლე, მან გვითხრა:  “ ჰო კრებაზე სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, სოხუმში, სხდომის დასრულების  შემდეგ ერთ-ერთ გვერდით მყოფს ვკითხე ხუმრობი, კი მაგრამ აფხაზები წითელ წიგნში რატომ შეიყვანეთ მეთქი?, ველოდი რომ მას გაეცინებოდა... მაგრამ თურმე ის კაცი აფხაზობდა და გაბრაზებით მითხრა-  დამცინიო. არა- მეთქი, ვუთხარი არ ვიცოდი შენ რომ აფხაზი იყავი-მეთქი.“ მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტერმინი „აფხაზობდა“ რაც ალბათ უნიკალური და იშვიათი შემთხვევაა მგონი მსოფლიო ისტორიაში. და ისიც ჩვენ ქართველებს გვიკავშირდება. ეს სიტყვა მიუთითებს მთელი სიმძაფრით, ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების სიღრმესაცა და  სიმძიმესაც-  არაა აფხაზი და აფხაზობს!.  ნახევარზე მეტი ქართული გვარები აქვთ! ადიღეელების შთამომავლები არიან!

      კი მაგრამ ის ხომ აფხაზია, რა გინდა რას ეძებ რატომ თხოვ სისხლის ანალიზს? ამიტომაც ვინც „აფხაზობდა“იმათი მხრიდან  აფხაზობა ეს  იყო შეუპუებლობის, კომპრომისის გამომრიცხველი შეგრძნება საკუთარი ეროვნული იდენტობის, ჩვენი თვალსაწიერიდან კი ეს იყო უსამშობლოთა და ცრუ სამშობლოს მიკედლებულ ადამიანთა აღქმა ( ჩვენ აღვიქვამდით მათ როგორც ყოფილ ქართველს, ყოფილი ქართველი კი ნამდვილად მოღალატე თუ არა რენეგატი მაინცაა!) რაც  ერთმანეთთან მისასვლელ გზებსა და ხიდებს კი არა  განწყობასა და შეგრძნებას არ გვიტოვებდა.  რაც შეეხება წითელ წიგნს,  მახსოვს ომისდროინდელი თავდაცვის მინისტრის ცნობილი სიტყვები, თუ ჩვენ 100 ათასი ქართველი მოვკვდებით თქვენ 100 ათასივე აფხაზი ამოწყდებითო, არა აქვს მნიშვნელობა ინტერპრეტაციას, ესეც განწყობა გახლდათ, სამწუხარო განწყობა, საკუთარი გულზვავობისა და კიკნაძის ტერმინი რომ ვთქვათ „გაბუდაყებისა“, რაც  2008 წელს ქიშმარიას სიტყვებად  დაგვიბრუნდა რამაც დამერწმუნეთ ჩვენი ერის დიდი ნაწილი თუ არ დააშინა, დააფიქრა მაინც, როცა რუსებ-აფხაზების ბატალიონებმა   განმუხურის ბანაკი გადაწვეს, და დიდი ხვეწნის შემდეგ ენგურს იქით გაუჩინარდნენ მაშინ თქვა ქიშმარიამ „ქართველები კიდევ ერთხელ თუ წამოიწყებთ ომს, მერწმუნეთ უკვე არ გავჩერდებით და ფიზიკურად განადგურდებითო“ (ზუსტი ციტატა არაა რა თქმა უნდა). მახსენდება ცნობილი გამოთქმა ძალადობა შობს ძალადობას, გნებავთ უფრო მარადიულივინაც აღიღოს მახვილნიმახვილითვე წარიწყმიდოს“.

    მაინც რატომ იყო გარდაუვალი დაპირისპირება? მხოლოდ რუსეთის პოლიტიკა განსაზღვრავდა თუ ისტორიულ წარსულშიც ედო საფუძვლები ერთაშორის დაპირისპირებას? რუსეთის პოლიტიკა განსაზღვრულია ცნობილი და ალბათ ღიაც,  ის ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა, თუმცა  ამაზეც შეიძლება კამათი, უბრალოდ არ ღირს მითუმეტეს ამ თემაში,  ისტორიულად კი რა ჩანს ერთი თვალის გადავლებით უბრალო მოქალაქის აღქმით?

    უპირველეს ყოვლისა  დავფიქრდეთ იმაზე თუ რა იყო და არის დაპირისპირების მათავარი ხილული საფუძველი?

    აფხაზები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას? ( ჯერ რუსეთთან მიერთებას და ასე შემდეგ).

    ცნობილი კინოსი არ იყოს ითხოვდნენ, მაგრამ რამდენად ერგებოდათ?

ამ ჭრილში თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას, დამოუკიდებელი აფხაზეთი თუ არსებობდა ოდესმე? უპირველეს ყოცვლისა გაგვახსენდება  აფხაზთა  სამეფო, თუ როგორც დამკვიდრებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში ეგრის-აფხაზეთის სამეფო,  ლეონ II -ის  მიერ ლიბოჩაყრილი, ამაზე არავინ არ დაობს, დავა იმაზეა ეს იყო აფხაზების სამეფო თუ ეს იყო ისტორიული კოლხეთ-ლაზეთ-ეგრისის სამეფოს გაგრძელება? აქ ბევრ რამეს წყვეტს ის რომ სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი და ის რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი აფხაზერი სახელმწიფო  ენა და მწერლობა. მაშინდელი დოკუმენტები იქმნებოდა ან ბერძნულ (ადრეულ პერიოდში) ან ქართულ (გვიანდელ პერიოდში ) ენაზე, არ უარსებია აფხაზეთის სამეფოს არსებობის მანძილზე აფხაზურ ენას არც საეკლესიო და არც საკანცელარიო  სტატუსით,  არც საერთო სალაპარაკო დონეზე რადგან აფხაზეთის სამეფოს დიდ ნაწილს წარმოადგენდა ქართულ და ქართველურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობა, ჰყოველშემთხვევაში სხვა  წყარო ჩემთვის არაა ცნობილი. უფრო მეტიც, ძალიან  დიდია სიმართლის მარცვალი ისტორიკოსთა იმ ნაწილის მტკიცებაში, რომელიც  აფხაზებს, იმდროინდელ აფხაზებს, ერთ-ერთი ქართველურ ტომთაგანად რომ მიიჩნევს. არ ვიცი ერთიან საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში რა სიმძიმის ისტორიულ ცოდვად მოყვება ბაგრატიონებს უსინათლო თეოდოსი, მაგრამ თუ მოყვება ის საკმაოზე მეტად ზღვეს ბაგრატიონებმა.

      არც შემდგომში აფხაზებს როგორც ეთნოსს ცალკე დამოუკიდებელი სამეფო არ ქონიათ, თურქეთისა და რუსეთის ოკუპაციის პერიოდში კი  ის აშკარად ამჟღავნებდა ქართულ სამყაროსთან სიახლოვეს. ძალა აღმართს რომ ხნავს ეს ჩვენ თურქეთის ლაზეთის გამოცდილებიდან ვიცით და აქ არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს. ალბათ ისტორიულ სინანულად გასდევს ქართველსაცა და აფხაზსაც მოტყუებული მიხეილ შარვაშიძე, მისი ლოცვა თუ თხოვნა  აფხაზეთის მიწაზე ცხოვრების უფლება დამიტოვეთო და დაპირებული სიტყვა და შემდგომ ვორონეჟში განკიდეგანებული სული ხორცისაგან როგორ საქართველოსაგან აფხაზეთის დაშორების ავბედითი  ნიშანი. ცარიზმის დროსაც კი აფხაზეთი არ დასცილებია დანარჩენ საქართველოს. ერთადერთი შემთქვევა როდესაც აფხაზეთი  შეიძლება აღიქვას ადამიანმა როგორც დამოუკიდებელი  რესპუბლიკა იყო საბჭპოთა ოკუპაციის პერიოდში .1921-1935წწ :

1921 წლის მარტს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკააფხაზეთი. 16 დეკემბერს კი მიიღო ხელსეკრულებით რესპუბლიკის სტატუსი და ფაქტიურად შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ფედერაციული რესპუბლიკა;  ამიერკავკასიისსოციალისტურ ფედერაციული საბჭოთარესპუბლიკაში  1922 - 1936 წლებში შედიოდა საქართველოს საშუალებით.1931 წელს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობისგადაწყვეტილებით აფხაზეთი იქცა ავტონომიად  საქართველოსსსრ შემადგენლობაში.

 

 

გაგრძელება იქნება 

Photo used under Creative Commons from Mizrak  © 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode