ქარდა ქარდუხი

რიტორიკული კითხვები

05/11/2010 12:24

      რატომ ხდება რომ ისეთი ნიჭიერებით დახუნძლურ  ქვეყანაში  როგორიც საქარველოა, თითქმის ყველა თანამდებობაზე და საკვანძო ადგილზე უნიჭოები და მედროვეები ხვდებიან? თითქმის ყველა სახელო სადუნ მანკაბერდელთა ხელში როგო აღმოჩნდება ხოლმე, არაა საინტერესო? მერე რომ ეს „ბედნიერები“ თავის გარშემო  ასევე უნიჭოებსა და მედროვეებს შემოიკრებენ ეს არაა საინტერესო, ეს გასაგებია.

      რატომ ხდება რომ თითქმის ყველა უწყებასა და დაწესებულებაში ჩატარებული კონკურსები და ატესტაციები მხოლოდ იმიტომ ტარდება რომ ახალმოსული „პატრონის“ საახლობლოსთვის გამოთავისუფლდეს სავარძლები?

      საჯარო სამსახურის ბიურო რატომ არსებობს? თუ უკვე გასაგებია რატომაც არსებობს?- გამოავლინოს აქა-იქ მიმობნეული ნიჭიერი ადამიანები და „დაასმინოს“ უფროსთან? რატომაა რომ თითქმის ყველა უფროსი კეთროვანივით უმზერს  და უფრთხის პიროვნებებს, რომლებიც კიდევ შემორჩნენ ბედის ირონიითა თუ ღვთის ნებით სამსახურებში?

     დავიჯერო დათა თუაშხიადან მხოლოდ სეთურის სახე დაიმახსოვრა მკითხველმა, მხოლოდ სეთურის პრინციპები აითვისა,  სეთურის დემოკრატია რომ დაემყარებინა? რატომ გონია ერს  ჯერაც  რომ სეთურები აძლევს მათს არსებობას აზრს?

     რატომ მოხდა საქართველოში თითქმის ყველა სფეროში უნიჭოთა და მედროვეთა მომრავლება ასე მწარედ?

       ერის საუკეთესო ნაწილმა, ნიჭიერებმა, საზრიანებმა, გონიერებმა, ყველაფერი იღონეს, ყველა გასაჭირს გაუძლეს, ყველა ხერხი გამოიყენეს რომ მიეღწიათ სასურველი შედეგისთვის, სანუკვარი მიზნისთვის- გაქცეულიყვნენ საქართველოდან!  რატომ არ დახარჯეს ეს ენერგია იმისთვის რომ აქ, საქართველოში   ჩაეგდოთ ხელში მართვის სადავეები, რიგითი სახელოები? რა ჯადო აქვს ასეთი ამ სავარძელს რომ, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს- ადამიანი როგორც კი სკამზე ჯდება სხეულის სწორედ იმ ნაწილით იწყებს ფიქრს რითაც სკამზე ჯდება რადგან გონია რომ ახლა მისთვის  თავზე მეტი მნიშვნელობა სწორედ სკამმა შეიძინა.

         რატომაა ასე უმეტეს შემთხვევაში?

         ღმერთმა დაგვიფაროს გამონაკლისები არ იყვნენ, მაშინ საქართველო უკვე აღარ იარსებებდა, მაგრამ ასე ცოტა? 

         რატომაა რომ ჩვენთან ყველა კონკურსზე, მათ შორის ლიტერატურულზეც კი, ყველა არჩევნებზე ყველამ იცის რომ 99% იმას არ ეკუთვნოდა გამარჯვება ვინაც გაიმარჯვა? თუ კი ყველამ ვიცით რომ „ასეა“ რატომაა მაინც ასე?

      რატომაა ჩვენთან სახელოების უმეტესობა უსახელოთა ხელში?

      ყველგან ასეა?

      ყველგან?

Photo used under Creative Commons from Mizrak  © 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode