ქარდა ქარდუხი

 

ფიქრები აფხაზეთზე

 

 

იყო თუ არა კონფლიქტი გარდაუვალი?

 

     მთავარი კითხვა რაც აფხაზეთის კონფლიქტის გახსენებისას შეიძლება დაებდოს ადამიანს არის შემდეგი: „იყო თუ არა  კონფლიქტი გარდაუვალი?“ ამ კითხვაზე ერთმნიშველოვანი პასუხი ჯერაც არავის არ გაუცია, ან შეიძლება მე არ მომისმენია, თუმცა მეეჭვება  ოდესმე გაეცეს  ამომწურავი პასუხი, თუნდაც იმიტომ რომ ისტორიას  მკითხაობა  თან უკუღმა რიცხვით არ უყვარს. შეიძლება თუ კი ამ კითხვას დავანაწევრებთ რაღას ლოგიკურ პასუხამდე მივიდეთ. კერძოდ „აუცილებელი იყო თუ არა კონფლიქტი ომში გადაზრდილიყო“ ამ შემთხვევაში კი ალბათ არსებობს ცალსახა  პასუხი - რა თქმა უნდა შეიძლებოდა.

     მახსოვს მეცხრე კლასში ვიყავი. ისტორიის მასწავლებელმა წითელი  რუსული წიგნი შემოიტანა კლასში და გვითხრა მოსწავლეებს: “ეს ახალი საგანია, პროგრამაში შეიტანეს და ამიერიდან ჩვენც ვისწავლით.... აფხაზეთის ისტორია“. წინააღმდეგობები თითქოსდა დაწყებული იყო უკვე და გვესმოდა რაღაც კომპრომისზე რომ იყო საუბარი, თუმცა  მასწავლებლის შემდგომმა ნათქვამმა უფრო  ბუნდოვანება შემოიტანა ჩვენს ფიქრებში ვიდრე სინათლე, მან გვითხრა:  “ ჰო კრებაზე სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, სოხუმში, სხდომის დასრულების  შემდეგ ერთ-ერთ გვერდით მყოფს ვკითხე ხუმრობი, კი მაგრამ აფხაზები წითელ წიგნში რატომ შეიყვანეთ მეთქი?, ველოდი რომ მას გაეცინებოდა... მაგრამ თურმე ის კაცი აფხაზობდა და გაბრაზებით მითხრა-  დამცინიო. არა- მეთქი, ვუთხარი არ ვიცოდი შენ რომ აფხაზი იყავი-მეთქი.“ მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტერმინი „აფხაზობდა“ რაც ალბათ უნიკალური და იშვიათი შემთხვევაა მგონი მსოფლიო ისტორიაში. და ისიც ჩვენ ქართველებს გვიკავშირდება. ეს სიტყვა მიუთითებს მთელი სიმძაფრით, ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების სიღრმესაცა და  სიმძიმესაც-  არაა აფხაზი და აფხაზობს!.  ნახევარზე მეტი ქართული გვარები აქვთ! ადიღეელების შთამომავლები არიან!

      კი მაგრამ ის ხომ აფხაზია, რა გინდა რას ეძებ რატომ თხოვ სისხლის ანალიზს? ამიტომაც ვინც „აფხაზობდა“იმათი მხრიდან  აფხაზობა ეს  იყო შეუპუებლობის, კომპრომისის გამომრიცხველი შეგრძნება საკუთარი ეროვნული იდენტობის, ჩვენი თვალსაწიერიდან კი ეს იყო უსამშობლოთა და ცრუ სამშობლოს მიკედლებულ ადამიანთა აღქმა ( ჩვენ აღვიქვამდით მათ როგორც ყოფილ ქართველს, ყოფილი ქართველი კი ნამდვილად მოღალატე თუ არა რენეგატი მაინცაა!) რაც  ერთმანეთთან მისასვლელ გზებსა და ხიდებს კი არა  განწყობასა და შეგრძნებას არ გვიტოვებდა.  რაც შეეხება წითელ წიგნს,  მახსოვს ომისდროინდელი თავდაცვის მინისტრის ცნობილი სიტყვები, თუ ჩვენ 100 ათასი ქართველი მოვკვდებით თქვენ 100 ათასივე აფხაზი ამოწყდებითო, არა აქვს მნიშვნელობა ინტერპრეტაციას, ესეც განწყობა გახლდათ, სამწუხარო განწყობა, საკუთარი გულზვავობისა და კიკნაძის ტერმინი რომ ვთქვათ „გაბუდაყებისა“, რაც  2008 წელს ქიშმარიას სიტყვებად  დაგვიბრუნდა რამაც დამერწმუნეთ ჩვენი ერის დიდი ნაწილი თუ არ დააშინა, დააფიქრა მაინც, როცა რუსებ-აფხაზების ბატალიონებმა   განმუხურის ბანაკი გადაწვეს, და დიდი ხვეწნის შემდეგ ენგურს იქით გაუჩინარდნენ მაშინ თქვა ქიშმარიამ „ქართველები კიდევ ერთხელ თუ წამოიწყებთ ომს, მერწმუნეთ უკვე არ გავჩერდებით და ფიზიკურად განადგურდებითო“ (ზუსტი ციტატა არაა რა თქმა უნდა). მახსენდება ცნობილი გამოთქმა ძალადობა შობს ძალადობას, გნებავთ უფრო მარადიული ვინაც აღიღოს მახვილნი, მახვილითვე წარიწყმიდოს“.

    მაინც რატომ იყო გარდაუვალი დაპირისპირება? მხოლოდ რუსეთის პოლიტიკა განსაზღვრავდა თუ ისტორიულ წარსულშიც ედო საფუძვლები ერთაშორის დაპირისპირებას? რუსეთის პოლიტიკა განსაზღვრულია ცნობილი და ალბათ ღიაც,  ის ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა, თუმცა  ამაზეც შეიძლება კამათი, უბრალოდ არ ღირს მითუმეტეს ამ თემაში,  ისტორიულად კი რა ჩანს ერთი თვალის გადავლებით უბრალო მოქალაქის აღქმით?

    უპირველეს ყოვლისა  დავფიქრდეთ იმაზე თუ რა იყო და არის დაპირისპირების მათავარი ხილული საფუძველი?

    აფხაზები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას? ( ჯერ რუსეთთან მიერთებას და ასე შემდეგ).

    ცნობილი კინოსი არ იყოს ითხოვდნენ, მაგრამ რამდენად ერგებოდათ?

ამ ჭრილში თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას, დამოუკიდებელი აფხაზეთი თუ არსებობდა ოდესმე? უპირველეს ყოცვლისა გაგვახსენდება  აფხაზთა  სამეფო, თუ როგორც დამკვიდრებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში ეგრის-აფხაზეთის სამეფო,  ლეონ II -ის  მიერ ლიბოჩაყრილი, ამაზე არავინ არ დაობს, დავა იმაზეა ეს იყო აფხაზების სამეფო თუ ეს იყო ისტორიული კოლხეთ-ლაზეთ-ეგრისის სამეფოს გაგრძელება? აქ ბევრ რამეს წყვეტს ის რომ სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი და ის რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი აფხაზერი სახელმწიფო  ენა და მწერლობა. მაშინდელი დოკუმენტები იქმნებოდა ან ბერძნულ (ადრეულ პერიოდში) ან ქართულ (გვიანდელ პერიოდში ) ენაზე, არ უარსებია აფხაზეთის სამეფოს არსებობის მანძილზე აფხაზურ ენას არც საეკლესიო და არც საკანცელარიო  სტატუსით,  არც საერთო სალაპარაკო დონეზე რადგან აფხაზეთის სამეფოს დიდ ნაწილს წარმოადგენდა ქართულ და ქართველურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობა, ჰყოველშემთხვევაში სხვა  წყარო ჩემთვის არაა ცნობილი. უფრო მეტიც, ძალიან  დიდია სიმართლის მარცვალი ისტორიკოსთა იმ ნაწილის მტკიცებაში, რომელიც  აფხაზებს, იმდროინდელ აფხაზებს, ერთ-ერთი ქართველურ ტომთაგანად რომ მიიჩნევს. არ ვიცი ერთიან საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში რა სიმძიმის ისტორიულ ცოდვად მოყვება ბაგრატიონებს უსინათლო თეოდოსი, მაგრამ თუ მოყვება ის საკმაოზე მეტად ზღვეს ბაგრატიონებმა.

      არც შემდგომში აფხაზებს როგორც ეთნოსს ცალკე დამოუკიდებელი სამეფო არ ქონიათ, თურქეთისა და რუსეთის ოკუპაციის პერიოდში კი  ის აშკარად ამჟღავნებდა ქართულ სამყაროსთან სიახლოვეს. ძალა აღმართს რომ ხნავს ეს ჩვენ თურქეთის ლაზეთის გამოცდილებიდან ვიცით და აქ არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს. ალბათ ისტორიულ სინანულად გასდევს ქართველსაცა და აფხაზსაც მოტყუებული მიხეილ შარვაშიძე, მისი ლოცვა თუ თხოვნა  აფხაზეთის მიწაზე ცხოვრების უფლება დამიტოვეთო და დაპირებული სიტყვა და შემდგომ ვორონეჟში განკიდეგანებული სული ხორცისაგან როგორ საქართველოსაგან აფხაზეთის დაშორების ავბედითი  ნიშანი. ცარიზმის დროსაც კი აფხაზეთი არ დასცილებია დანარჩენ საქართველოს. ერთადერთი შემთქვევა როდესაც აფხაზეთი  შეიძლება აღიქვას ადამიანმა როგორც დამოუკიდებელი  რესპუბლიკა იყო საბჭპოთა ოკუპაციის პერიოდში .1921-1935წწ :

1921 წლის 4 მარტს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი. 16 დეკემბერს კი მიიღო ხელსეკრულებით რესპუბლიკის სტატუსი და ფაქტიურად შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ფედერაციული რესპუბლიკა;  ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკაში  1922 - 1936 წლებში შედიოდა საქართველოს საშუალებით. 1931 წელს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი იქცა ავტონომიად  საქართველოს სსრ შემადგენლობაში.     

  გულწრფელად რომ ვთქვათ ყველასათვის ცხადი იყო რომ ამ პერიოდშიც  კი  ფაქტიურად კი არა, რაც გამორიცხულია, ფორმალურადაც კი არ იყო აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი. ( ის ედიოდა ა/კ ფედერაციაი და შემდგომ საბჭოტაკავსირში). ასე რომ  აფხაზ ერს ხსოვნა  როგორც დამოუკიდებელი ეთნოსისა და ქვეყნისა არც შეიძლება თუნდაც ქებვეცნობიერში ჩალექვოდა არა თუ ცნობიერში გასჩენოდა. ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი ფაქტორი ქართველებისათვის როდესაც  აფხაზთა მხრიდან  სეპარატიზმს აწყდებოდნენ. მით უმეტეს როდესაც ეს დამოუკიდებლობისათვის მერძოლ სქართველოს და ერიოვნულ მოძრაობას  ლამისაა მთავარ  დამაბრკოლებელ ფაქტორად ექცა (სამაჩაბლოსთან ერთად). ეს იწვევდა  უკიდურეს გაუცხოებას  ქართველთა და აფხაზთა შორის. მაინც  როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო ურთიერობები რომ არა ომი? შეიძლებოდა თუ არა  აფხაზთა და ქართველთა მშვიდობიანი თანაარსებობა ერთ სახელმწიფოს შემადგენლობაში? რომ არა ომი და რომ არა რუსეთის ფაქტორი? სამწუხაროდ შეიძლება ითქვას რომ თუნდაც რუსული ფაქტორის გარეშე იმ ლიდერებით რაც იმ პერიოდში ქართველებსა და  აფხაზებს გვარგუნა ბედა  ალბათ გაგვიჭირდებოდა, თუმცა ერთიცაა, რომ არა რუსული ფაქტორი შეიძლებოდა  ჩვენს ერებს უფრო გონიერი მმართველები გვყოლოდა! 

    რა რეალობაა აფხათზა თვითგამორკვევის საკითხში დემოკრატიულ პირობებში? დავუშვათ არაა აქვთ აფხაზებს ხსოვნა დამოუკიდებელი სახელმწიფოდ არსებობისა მაგრამ ახლა აქვთ სურვილი, რა არა აქვთ უფლება, ცოტა მაგალითი ვიცით დღევანდელ სინამდვილეში არასოდეს რომ არ ქონიათ სახელმწიფო და დღეს დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და გაეროში ყელყელაობენ თავიანთი წარმომადგენლებითა და ჩვენთან დაკავშირებულ თუ ურთულეს საერთასორისო მნიშვნელობის რეზოლუციების არათუ შემუშავებაში მიღებაშიც კი იღებენ ხშირად ლამისაა გადამწყვეტ მონაწილეობას? მაშ როგორ უნდა ავუხსნათ ქართველებმა  და როგორ დავარწმუნოთ აფხაზები რომ მათი მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისტორიულად უსამართლობა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა?

       ქართველები  და აფხაზები არიან ამ მიწის მკვიდრი, სრული დემოკრატიის პირობებში აფხაზეთის ავტონომიის  გამოყოფა საქართველოდან შეუძლებელია (ვგულისხმომ პატიოსან რეფერენდუმს,  არჩევნებს და ძალაუფლების  მოპოვებისა და გამოხატვის სხვა დემოკრატიულ ფორმებს) ). მეორე მხრივ ეს მიწა გარდა ქართველებისა, აფხაზების ისტორიული სამშობლოა და მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ და აქვთ უფლებები, მათ შორის არჩევანის უფლება.

    შეგვიძლია თუ არა ქართველებს დავუშვათ რეალობა როცა აფხაზს არ უნდა ჩენთან ერთად ცხოვრება? თუ შეგვიძლია ამის დაშვება რა პირობით? ტერიტორიის დანაწილების, გაყოფის, გადასახლებისმ გენოციდის?

   რა პირობით ვიქნებით ქართველები თანახმანი აფხაზების დამოუკიდებლობას შევეგუოთ? ან ვიქნებით კი?

  და მეორე მთავარი კითხვა, აქვს თუ არა რეალურად შესაძლებელობა აფხაზეთს იყოს დამოუკიდებელი თუნდაც  ახლავე რომ ვაღიაროთ ქართველებმა?   ხომ ცხადია რომ ის იმთავითვე რუსეთის ნაწილი გახდება ოღონდ სრული იურუდიული ფორმალობების დაცვით?

      მაშ სად არის დილემიდან გამოსავალი?

      რა გამოდის, აფხაზებს კიარა, ქართველებსაც რომ გვინდოდეს, აფხაზეთის დამოუკიდებლობას მაინც ვერანაირად ვერ მივაღწევთ!

     როგორც კი ვცნობთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ვარაუდს ვამბობ თორემ ეს შეუძლებელია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერასოდეს ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, ბუნებრივია გარდა საოკუპაციო ხელისუფლებისა როგორც შულავრის მთავრობა იყო) იქ ჩატარდება რეფერენდუმი ამჟამინდელი სტატუს კვოთი, თუმცა ფორმალური, და აფხაზეთი გაეროს თანხმობით მიუერთდება რუსეთს, ეს კი ნიშნავს, არ ვაზვიადებ და ალბათ დამეთანხმებით, აფხაზების გ ე ნ ო ც ი დ ს, მშვიდობიან გენოციდს, ასიმილაციას და რუსიფიკაციას.

      თითქოს  პარადოქსია მაგრამ აფხაზი ერის გადარჩენა გამოდის რომ მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნითაა შესაძლებელი!

      უფრო მეტიც აფხაზეთის რაღაც დონეზე და რაღაც ფორმით დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნით, შემდეგ საქართველოს  ევროსტრუქტურებში გაწევრიანებით, დიდი სამხედრო ბლოკში        შესვლით და სრული დემოკრატიისა და  ოკუპაციის შიშის არარსებობის პირობებში მართლაც შეიძლება დავსხდეთ ქართველები და აფხაზები და ყველაფერზე, ვომეორებ ყველაფერზე მოვილაპარაკოთ!  მოვილაპარაკოთ იმაზე რომ არასოდეს აფხაზების  ფიზიკური არსებობა არ დადგება საფრთხის ქვეშ!

      საქართველოს მთავარი დანაშაული ალბათ ისაა რომ მან აფხაზების შესაძლო განადგურების შანსი მისცა  რუსეთს, ვერ დაიცვა აფხაზი ერი!  მუჰაჯირობისას თუნდაც ილიამ  მარტომ უფრო მეტი გააკეთა  აფხაზი ერის დასაცავად  ვიდრე  მთელმა საქართველომ   XX-XXI საუკუნის მიჯნაზე. დაცვა კი არა და  ლამისაა ორმა ერმა გენოციდამდე მიიყვანა საქმე რუსების ხელშეწყობითა და რუსული პოლიტიკის, არც თუ ისე ძლიერი და ღრმა შრეებში დამალული პოლიტიკის, აშკარა კარნახით.

      ამიტომაც ვთვლი რომ ამ უპირატესობების გათვალისწინებით შეიძლებოდა  ამ კონფლიქტის ომში გადაზრდისაგან დახსნა, გადარჩენა. ამას ქართველი პიოლიტიკოსების გიგანტური, ტიტანური შრომა სჭირდებოდა, უსაზღვრო შემოქმედებით მიდგომასა და საოცარი გულწრფელობის ფონზე, ამის გამკეთებლები კი რამდენად ვიყავით, გათითოკაცოებული ქვეყანა ამაზი ფიქრი კი ალბათ არც გესიამოვნებათ მაგრამ არც გაგიჭირდებათ.

მურმან ლებანიძის ლექსშია,  ალბათ გახსოვთ

და მე ვამბობ არამცა და არამც

და მე ვამბობ აფხაზეთი ჩემი...

სხვა აღქმა არასოდე გვქონია ქართველებს.

ამიტომაც   არ აღმოვჩნდით მზად დიალოგისთვის ეს უნდა ვაღიაროთ, აფხაზებს კი რა, მათ არ შეეძლოთ, - მათ ამის უფლებას არავინ მისცემდა მაგრამ მაინც...

        ერთადერთი გზა რითაც შეიძლებოდა ჩვენთვის აფხაზეთის წართმევა (დარწმუნებული ვარ დროებით)  იყო ომი, და სწორედ ეს ერთადერთი გზა ავირჩიეთ ...

 

და მორიგი პოარადოქსით შეიძლება დავამთავრო, რადგან არაფერია ცის ქვეშ ახალი და ყველაფერიი ღვთის ნებაა, შეიძლება რაღაც გაკვეთილი ამ ომსაც ქონდა და შეიძლება სწორედ ამ ომმა მიგვახვედროს აფხაზები და ქართველები რომ ერთმანეთს იქით გზა არა გვაქვს და იქნება  სწორედ ამ ომმა უფრო შეგვაძლებინოს დიალოგი,

 საუბარი მაინც ერთმანეთთან.

 

 

გაგრძელება იქნება

 

Photo used under Creative Commons from Mizrak  © 2009 All rights reserved.

Make a free websiteWebnode